"ვიცით, რომ შემდეგი ნაბიჯიც ახლოვდება", - რაიოლამ დაასახელა 4 გუნდი, რომელშიც ჰოლანდი შეიძლება გადავიდეს

11 დეკემბერი 2021, შაბათი
55

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ, ნორვეგიელი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

„ერლინგ ჰოლანდი თავის კარიერაში შემდეგ ნაბიჯს გადადგამს. „ბაიერნი“, „რეალი“, „ბარსელონა“, „მან სიტი“ - ეს არის იმ გუნდების ჩამონათვალი, რომელშიც ის შეიძლება გადავიდეს.

„მან სიტიმ“ ბოლო წლებში პრემიერ ლიგა ხუთჯერ მოიგო, გაცილებით მეტჯერ ვიდრე „მან იუნაიტედმა“. როცა „დორტმუნდში“ გადავდიოდით, ვიცოდით რომ ეს ნაბიჯიც აუცილებლად მოვიდოდა.

თუმცა, არ ვიცი ზუსტად, მოხდება ეს ამ ზაფხულს, თუ 2023-ს ზაფხულში. არის დიდი ალბათობა, რომ ყველაფერი 2022-შივე მოხდეს.“ - აღნიშნა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ზაფხულს ჰოლანდს „ბორუსიადან“ გამოსასყიდი თანხა ექნება - 75 მილიონი ევრო.


კომენტარები: