"ამ ყველაფერს რეალში დაბრუნებისთვის ვაკეთებ", - კუბო

30 აგვისტო 2020, კვირა


"ვილიარეალის" შემტევმა, ტაკეფუსა კუბომ ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ვილიარეალში თამაშზე ვარ კონცენტრირებული, ზუსტად ისე როგორც მალიორკაში ვიყავი. ამ ყველაფერს რეალში დაბრუნებისთვის ვაკეთებ".

შეგახსენებთ, იაპონელი ვინგერი მადრიდის საკუთრებაა და "ყვითელ წყალქვეშანავში" ის განათხოვრების წესით ითამაშებს.

"ბლანკოსის" გარემარბით მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდებოდა, თუმცა კლუბმა ის ლა ლიგის ფარგლებს გარეთ არ გაუშვა.

კომენტარები: