კვადრადო მესის ტრანსფერზე: "ბევრს არც რონალდუს მოსვლის სჯეროდა"

29 აგვისტო 2020, შაბათი
36

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი ლეო მესი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა.

რამდენიმე ევროპულ გუნდთან ერთად არგენტინელი "იუვესთანაც" დააკავშირეს.

აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კვადრადომ ისაუბრა.

"მესი ტურინში? ამას ვერც კი წარმოვიდგენ, თუმცა თავიდან ბევრს არც რონალდუს ტრანსფერის სჯეროდა, თუმცა ის ახლა აქ არის." - განაცხადა კოლუმბიელმა.

კომენტარები: