მესის აგენტის ხმაურიანი განცხადება

29 აგვისტო 2020, შაბათი


არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის ყოფილმა აგენტმა, ხოსეპ მარია მინგელამ, ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

მინგელა ამბობს, რომ ლიონელმა ახალი კლუბი უკვე აირჩია და ეს "მანჩესტერ სიტი" ან "პსჟ" ნამდვილად არ არის.

"მესიმ ახალი კლუბი უკვე აირჩია და ეს პეპ გვარდიოლას კლუბი არ გახლავთ, საუბარია "ინტერზე". ამისთვის მესის ორი მიზეზი ქონდა, დაბალი გადასახადები და კრიშტიანუ რონალდო. ჩემი აზრით, მესიმ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ტრადიციული დაპირისპირება ლიონელსა და კრიშტიანუს შორის კვლავ აღდგება".

ასევე ვრელდება ინფორმაცია, რომ მესის მამა ინგლისში ჩავიდა და "სიტისთან" დაიწყო მოლაპარაკებები. ხორხე მესის ვიზიტის გამოყენებას "მანჩესტერ იუნაიტედიც" შეეცდება. "წითელი ეშმაკები" ამ მომენტის გამოეყენებას აპირებენ და თავიანთ პირობებს შეთავაზებენ.

კომენტარები: