L’Equipe - იუვენტუსი მესით დაინტერესდა

29 აგვისტო 2020, შაბათი
36

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, L’Equipe „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის შესახებ წერს და აცხადებს, რომ მისით „იუვენტუსი" დაინტერესდა.

L’Equipe-ის მიხედვით, ტურინული გრანდი „ლა პულგას“ მამას, ხორხე მესის დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა. უფროსმა მესიმ კი „ბებერი ქალბატონის“ წარმომადგენლებს ზრდილობიანად მოუსმინა. ზუსტად ისე, როგორც ეს „პარი სენ-ჟერმენის“ შემთხვევაში გააკეთა.

ფრანგული გამოცემა გვარწმუნებს, რომ „ბიანკონერის“ ხელმძღვანელები შეტევაში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დუეტის შექმნაზე ოცნებობენ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, L’Equipe-მა დაწერა, რომ მესის მამამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, პსჟ-ს სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს მოახსენა, რომ მისმა შვილმა არჩევანი „მანჩესტერ სიტიზე“ შეაჩერა.

ფრანგული გამოცემა „ბარსელონას“ ირგვლივ არსებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს და საკმაოდ საინტერესო ცნობებსაც ავრცელებს, თუმცა ყველაფერი ვარაუდად რჩება, სანამ მესი დუმილს არ დაარღვევს და საჯარო განცხადებას არ გააკეთებს.

კომენტარები: