კონკრეტული თანხაც ცნობილია — პრემიერ ლიგის კლუბმა რეალს აზარის ტრანსფერზე შეთავაზება გაუმზადა

05 დეკემბერი 2021, კვირა


ნიუკასლს" მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველის, ედენ აზარის ხელში ჩაგდება უნდა, წერს გამოცემა El Nacional.

გავრცელებული ინფორმაციით, "კაჭკაჭები" მზად არიან 30 წლის ბელგიელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთადერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, ედენს "სამეფო კლუბთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ აზარს პრემიერ ლიგაში უკვე უთამაშია, სადაც წლების მანძილზე ლონდონის "ჩელსის" ღირსებას იცავდა.


კომენტარები: