TyC Sports: პსჟ მესის ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს და მზადაა სიტიზე მეტი გადაიხადოს

28 აგვისტო 2020, პარასკევი


"პარი სენ ჟერმენს" "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის შეძენა უნდა.

პარიზელებმა არგენტინელს კონტრაქტი უკვე შესთავაზეს და მზად არიან ხელფასის სახით იმაზე მეტი უხადონ, ვიდრე ამჟამად "ბარსელონაში" გამოიმუშავებს, წერს TyC Sports.

აგრეთვე, აღინიშნება, რომ "პსჟ" "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 33 წლის სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტიზე" მეტს უხდის. "ქალაქელები" კონკურენტის წინადადების გამეორებას ფინანსური ფეირ პლეის გამო ვერ მოახერხებენ.

მიუხედავად ამისა, თავად მესის "სიტიში" გადასვლის ვარიანტი უფრო ხიბლავს, სადაც "ბარსას" ექს-მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მუშაობს.

კომენტარები: