მანჩესტერ სიტი მესის ტრანსფერის წარმატებით დახურვაში დარწმუნებულია

28 აგვისტო 2020, პარასკევი
70

მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ხელმძღვანელობას წასვლის სურვილის შესახებ ამცნო, პრესაში არგენტინელისადმი არაერთი ევროპული გრანდის ინტერესზე დაიწერა.

ამ სიაში, რა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტიც" აღმოჩნდა, რომელიც, ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს განცხადებით, მესისთვის ბრძოლაში საკუთარ თავს მიიჩნევს ფავორიტად.

"ქალაქელთა" ხელმძღვანელობა ტრანსფერის წარმატებით დახურვაში დარწმუნებულია, თუ "ბარსელონა" 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის გაშვებას დათანხმდება.

მიუხედავად ამისა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. თუ ბოლო ინფორმაციას დავუჯერებთ, "ბარსას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ მზადაა დაკავებული თანამდებობა დატოვოს, თუ მესი "კამპ ნოუზე" დარჩენას გადაწყვეტს.

კომენტარები: