"რამოსი პსჟ-სთვის წარმატების გარანტია იქნება", - პარიზელთა ყოფილი ფეხბურთელი

01 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'
38

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ჟერომ როტენის აზრით, პარიზელთა მცველს, სერხიო რამოსს შეუძლია პარიზელთა ლიდერად იქცეს.

"რამოსი ამ გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდება და "პსჟ"-ს კაპიტანი უნდა გახდეს. ყველამ იცის, რომ ყველაფერი მოიგო. გუნდის ფეხბურთელებს წინ გაუძღვა".

"მაგალითად, ვარანი გარდაქმნა. დარწმუნებული ვარ, შემადგენლობაში რამოსის ყოფნა კიმპემბეს დაამშვიდებს", - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, 35 წლის ესპანელი უკანახაზელი "პსჟ"-ში ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსით "რეალიდან" გადავიდა.

ჯერჯერობით, რამოსს პარიზული კლუბის რიგებში სადებიუტო მატჩიც კი არ ჩაუტარებია, რადგან დღემდე მუხლთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვის.

კომენტარები: