რონალდუ პსჟ-ში? - ბუკმეიკერების პროგნოზი

12 აგვისტო 2020, ოთხშაბათი'


როგორც მოგეხსენებათ, პრესაში აქტიურად იწერება ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო გადასვლის შესახებ.

რამდენიმე წყაროს მტკიცებით, პორტუგალიელი თავდამსხმელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა "პსჟ"-სთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.

აღსანიშნავია, რომ წამყვანმა საბუკმეიკერო კანტორებმა ფსონების მიღება დაიწყეს "ბებერი ქალბატონის" ფორვარდის "პარიზში" გადასვლის თაობაზე.

"ბიანკონერის" შვიდიანის "ლურჯ-წითლებში" შესაძლო წასვლა 4.98 კოეფიციენტით არის შეფასებული. ცნობისთვის, მადრიდის "რეალში" დაბრუნება 13-ით ფასდება.


კომენტარები: