ბარსელონას ორ ვეტერანს სერია ა-ში ეპატიჟებიან

27 აგვისტო 2020, ხუთშაბათი


Calciomercato-ს თანახმად, "ბარსელონას" ორ ფეხბურთელს, ლუის სუარესსა და არტურო ვიდალს სერია ა-ში მსურველი ჰყავს.

ურუგვაელი თავდამსხმელითა და ჩილელი ცენტრალური ნახევარმცველით დაინტერესებულია ტურინის "იუვენტუსი".

"ბებერი ქალბატონის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო თავის ტაქტიკაში სწორედ "ბლაუგრანელებს" ხედავს.

როგორც მოგეხსენებათ, თავად კატალონიელები სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების გასხვისების წინააღმდეგები არ არიან.

კომენტარები: