TUTTOSPORT : "თუ მესი წავა, "ბარსელონა" მის შემცვლელს "იუვენტუსიდან" მოიყვანს"

24 აგვისტო 2020, ორშაბათი


Tuttosport-ის ინფორმაციით კატალონიის "ბარსელონა" რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაინტერესდა პაოლო დიბალას ტრანსფერით. რამდენიმე წლის წინ "ბარსელონა" აქტიურად ცდილობდა არგენტინელის გადაბირებას და რამდენიმე გამოცემის აზრით ამასთან ძალიან ახლოსაც იყო, თუმცა საბოლოოდ პაოლომ დარჩენა არჩია.

ამჯრად სიტუაცია შეიცვალა, მესის წასვლის შემთხვევაში კატალონიელები უფრო დიდი ძალისხმევით შეეცდებიან მისი შემცვლელის ძებნას.

მეორე მხრივ იტალიურ პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსს" ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად ერთ-ერთი ვარსკვლავის დათმობა მოუწევს.

Gazzetta dello Sport-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიბალათი "ტოტეჰემი" დაინტერესდა, რაც იმას ნიშნავს რომ ლონდონელებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ. ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ ფეხბურთელის ფასს გაზრდის, რაც "იუვენტუსის" წისქვილზე ასხამს წყალს.

კომენტარები: