რაიოლა: "მჯერა, რომ იგი "იუვესთვის" მნიშვნელოვანი საგანძურია"

24 აგვისტო 2020, ორშაბათი


მატიას დე ლიხტის აგენტმა მინო რაიოლამ ნიდერლანდელის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"დე ლიხტი ექსტრაორდინალური ბიჭია. ის შესანიშნავ ფეხბურთელთან ერთად, ძალიან კარგი ადამიანია. მას დრო სჭირდება, რომ ფორმა დაიბრუნოს, თუმცა მჯერა, რომ იგი "იუვესთვის" მნიშვნელოვანი საგანძურია." - განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მატიასმა ოპერაცია გაიკეთა და გუნდის დახმარებას უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს.

კომენტარები: