"ზიდანს, მესისა და რონალდუს მემკვიდრე უკვე ჰყავთ", - პაულეტა

23 აგვისტო 2020, კვირა


"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პედრო პაულეტამ მსოფლიოს მომავალი საუკეთსო ფეხბურთელი დაასახელა:

"მბაპეს სახით, ზიდანს, მესისა და რონალდუს იდეალური მემკვიდრე ჰყავთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მომავალში საუკეთესო გახდება.

ფრანგ თავდამსხმელს ტექნიკა, სისწრაფე და ფიზიკური სიძლიერე უმაღლეს დონეზე აქვს", - განაცხადა პორტუგალიელმა.


შეგახსენებთ, კილიანმა მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს შემადგენლობაში 36 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოასწრო.

კომენტარები: