Marca: რეალი და კიდევ 3 კლუბი ალექს სანდროსთვის იბრძვის

23 აგვისტო 2020, კვირა


Marca-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" მარცხენა მცველს, ალექს სანდროს ოთხი საკმაოდ სერიოზული მსურველი ჰყავს.

ბრაზილიელი ვინგბექით დაინტერესებულია მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "პარი სენ-ჟერმენი" და ლონდონის "ჩელსი".

"ბებერი ქალბატონი" თავისი განაპირა მცველის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მხოლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

იგივე წყაროს მტკიცებით, თავად სამხრეთ ამერიკელი ფლანგელი "სამეფო კლუბის" ვარიანტისკენ უფრო იხრება.

კომენტარები: