რამოსი - "ბოროტმოქმედი" და შექსპირის პერსონაჟი, რომელსაც თამაში 40 წლამდე სურს

16 ნოემბერი 2021, სამშაბათი


იაგო შექსპირის უნიკალურად ბოროტი პერსონაჟია. ოტელოს მთავარი ანტაგონისტი წინსვლისთვის შეთქმულებებსა და მკვლელობებს არ აწყობს;

სამაგიეროდ, მისი "უძრავი ბოროტება“ თვითმკვლელობას, ნგრევასა და განადგურებას იწვევს. იაგოს არ სურს მხოლოდ დაინახოს, თუ რა ხდება, როდესაც სამყარო იწვის - მას ასანთის ღერებიც აქვს.

სერხიო რამოსი უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა, როგორც ფეხბურთის "იაგო": გაურკვეველი მორალური კომპასის მოთამაშე, რომელიც ემორჩილება ბნელ ხელოვნებას არა იმიტომ, რომ ასე სურს, არამედ - ეს ბუნება მისთვის მთავარი გამარჯვებაა, ხოლო დანარჩენი - გვერდითი მოვლენა.

მადრიდის "რეალის" ყოფილ კაპიტანსა და ამჟამად პსჟ-ის

ფეხბურთელს მაკიაველური გონება აქვს. ის, ფაქტობრივად, ბოლო 15 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია - ამ ამპლუის მოთამაშისთვის ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და უამრავი მნიშვნელოვანი თასიც მოიპოვა.

ესპანეთის ნაკრების 35 წლის კაპიტანსა და ერთი შეხედვით, ყველაზე საჭირო ფეხბურთელს, მიუხედავად იმისა, რომ წლის მანძილზე ტრავმებს ებრძოდა - "ევრო 2020"-ზე მორიგი რეკორდის დამყარება სურდა. ტურნირის დაწყებამდე სერხიოს სულ რაღაც ოთხი მატჩი აკლდა, ეგვიპტელი ნახევარმცველის, აჰმედ ჰასანის ყველა დროის საერთაშორისო რეკორდი (184 მატჩი) მოეხსნა. ჯგუფური ეტაპის წინ, ამხანაგური შეხვედრებში რომ ეთამაშა, რამოსი უკვე ყველა დროის ლიდერი ხდებოდა.

სერხიოსთან ტელეფონის ზარმა დარეკა. კვირას, 23 მაისის საღამოს, ესპანეთის თავკაცმა ლუის ენრიკემ თავის კაპიტანს უთხრა, რომ განაცხადში არ იქნებოდა. რამოსს რეკორდის გასაუმჯობესებლად ლოდინი მოუწევს... ალბათ, სამუდამოდ.

"ეს რთული გადაწყვეტილებაა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა, მაგრამ აშკარად მჯერა, რომ ეს გუნდისთვის საუკეთესო ნაბიჯია, - განაცხადა ენრიკემ და იქვე აღნიშნა: - ეს არ ნიშნავს დასასრულს და სერხიომ უნდა გამოიყენოს ზაფხული, რათა ძალები 100 პროცენტით აღიდგინოს, განაგრძოს კლუბში გამოსვლა და მომავალში ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშოს".

რა თქმა უნდა, ჩვენ რამოსის თამაშით ვტკბებოდით. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი "ჩელსის" წინააღმდეგ "სამეფო კლუბის" მაისურით მისი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა. ამას ნაკრებში მისი მოულოდნელი არმიწვევაც დაემატა. ჩვენ შეგვიყვარდა ფეხბურთის საუკეთესო "ბოროტმოქმედი"? - ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელი იყო, კიდევ დიდხანს არ წასულიყო...

ესპანელი მცველი ყოველთვის დიდებისთვის იყო "განწირული" - დაიბადა ანდალუსიაში, სამხრეთ ესპანეთის ხარების ბრძოლაში. თავდაპირველად მან 2004 წლის ევროპის U19 ჩემპიონატი მოიგო - დავიდ სილვასა და რობერტო სოლდადოსთან ერთად.

ეს ნიჭიერი თაობა - მოკავშირე იყო კიდევ სამი-ოთხი წლით უფროსებთან: იკერ კასილასი, ანდრეს ინიესტა, ფერნანდო ტორესი და ხავი - გუნდის ხერხემალი. მათ ორ ევროპისა და ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვეს.

რაც უნდა უცნაურად გეჩვენებოდეთ, "ფურია როხაში" რამოსის დებიუტი საკამათო იყო. მან პირველი სეზონის მხოლოდ ნახევარი გაიარა, როგორც "სევილიას" სტაბილურმა მოთამაშემ, როცა მაშინ მარჯვენა მცველი ლუის არაგონესმა 2005 წლის მარტში, ჩინეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში გამოიძახა. ის 55 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. ”არ მაინტერესებს, რომ 18 წლისაა, - ჩაიბურტყუნა ტიპურად უხეშმა არაგონესმა, - ის ხომ ესპანეთის ჩემპიონატში ყოველ კვირას თამაშობს".

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის რამოსი "ფურია როხას" წევრი გახდა. ამ დროს "სევილია" მადრიდის "რეალში" გაცვალა - გაბედული ღალატი, რომელიც არც მას და არც მის ოჯახს "რამონ სანჩეს პისხუანზე" არ აპატიეს. თუმცა, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის არაგონესი თავისი მოთამაშით კმაყოფილი არ იყო - ზედმეტად ცივი სერხიო ყოველ დილით საუზმეზე აგვიანებდა, ღიმილისა და პატივისცემის გარეშე იქცეოდა.

რამოსი შვედეთის წინააღმდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაჩერებლად იბრძოდა, არაგონესმა მას ამის უფლება მისცა. "სერხიო შესანიშნავი ბიჭი და პროფესიონალია, მაგრამ არის გარკვეული ქცევის კოდექსები, რომლებიც მან უნდა დაიცვას", - თქვა შემდეგ მწვრთნელმა. "ეს არ ეხება მის თამაშს, არამედ - ცხოვრებას მოედნის მიღმა".

რამოსი სწრაფად ადაპტირდა და თავიც გამოიჩინა. მოგვიანებით აღიარა: "ყველა მწვრთნელიდან, რომელიც ესპანეთში მყავდა, არაგონესმა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა", მართლაც, ლეგენდარული მწვრთნელი იყო პასუხისმგებელი რამოსის მხრიდან საყვარელი ხრიკის დაუფლებაზე - მსაჯებისთვის სახელები შეცდომით ეთქვა.

2021 წლის მარტში "რეალის" "ელჩესთან" (2:1) მოგების დროს, რამოსმა შეხვედრის არბიტრს მიმართა: "ეს ისეთი მკაფიო პენალტია. საოცრებაა, რომ მან ხელი არ მომტეხა. შეხედე, ხუან" - წუწუნებდა "ლოს ბლანკოსის" კაპიტანი. "მე ხორხე მქვია", - ჩაისუნთქა მსაჯმა ფიგეროა ვასკესმა.

არაგონესი ვისენტე დელ ბოსკემ შეცვალა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მიუხედავად ტრავმისა, რომელიც რამოსმა მისი ქვეყნის შვეიცარიასთან მოულოდნელი მარცხის დროს მიიღო, ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ესპანეთის ნაკრებმა დარჩენილ ექვს მატჩში ხუთში კარი მშრალად შეინარჩუნა.

სერხიოს შთაგონება ანტონიო პუერტასი, მისი ბავშვობის მეგობარი იყო - 15-ნომრიან მაისურსაც მის საპატივცემულოდ ატარებს.

თუკი რომელიმე საერთაშორისო ტურნირი რამოსის ბრწყინვალებას ხაზს უსვამს, ეს "ევრო 2012"-ია, როცა პიკესთან ერთად ცენტრალურ მცველად ითამაშა - ჭორების მიუხედავად, ისინი რეალურად კარგად აფასებდნენ ერთმანეთის გამარჯვებისკენ სწრაფვას - რამოსი სათავეში ჩაუდგა უკანა ხაზს, რომელმაც არავის არაფერი დაუთმო.

კომენტარები: