კონტე: "ჩემი ოჯახი მილანში უსაფრთხოდ არ არის"

22 აგვისტო 2020, შაბათი


მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი ოჯახის უსაფრთხოების შესახებ განცხადება გააკეთა:

"რთული წელი გამოვიდა და ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩემი სამსახური ჩემს პირად ცხოვრებასა და ოჯახს არ უნდა შეეხოს.

ფაქტია, ჩემი ოჯახი მილანში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. როდემდე უნდა მოვითმინო ეს?", - განაცხადა იტალიელმა ტაქტიკოსმა.

შეგახსენებთ, პრესაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნერაძურის" სპეციალისტის ოჯახს მოკვლით ემუქრებიან.

კომენტარები: