პარი სენ-ჟერმენი კარიმ ბენზემას უმიზნებს

09 ნოემბერი 2021, სამშაბათი
206

„პარი სენ-ჟერმენი“ 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიმ ბენზემას გადაბირებას აპირებს.

El Nacional-ის ინფორმაციით, ბენზემას ტრანსფერით „პსჟ“ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ დაინტერესდება.

პარიზულ კლუბს საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელების შეძენა სურს და ამიტომ, ბენზემას გარდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველით პოლ პოგბათიც ინტერესდება.

ასევე წყარო ამატებს, რომ ფრანგ ფორვარდს „რეალთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერ არ წამოუწყია და სამშობლოში კარიერის დასრულების იდეა იზიდავს. ბენზემა ფიქრობს, რომ ბოლო წლებში საფრანგეთის დედაქალაქში ძალების მოსინჯვა კარგი იდეა იქნებოდა.

თუმცა, ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ მომავალი წლიდან ბენზემა, დიდი ალბათობით „რეალის“ პირველი კაპიტანი გახდება და შესაძლოა, მადრიდულ გუნდში უფრო დიდი ხნითაც მოინდომოს დარჩენა.

მიმდინარე სეზონში ბენზემამ 15 მატჩში 14 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარები: