პირლოსა და რონალდოს შორის პირველი დიალოგი შედგა - მწვრთნელმა სიტუაციას ნათელი მოჰფინა

18 აგვისტო 2020, სამშაბათი
36

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოსა და გუნდის ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს შორის პირველი დიალოგი შედგა.

წყაროს ცნობით, სპეციალისტმა დაარწმუნა პორტუგალიელი, რომ მას გუნდის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ განიხილავს. ახალი ხმების თანახმად, ტურინული გრანდი კრიშტიანოს არ გაყიდის და მასთან შესაწყვილებლად ახალ ცენტრფორვარდს დაიმატებს.

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსს" რონალდოს ხელფასი აწუხებს და ფეხბურთელის შეძენა რამდენიმე გუნდს შესთავაზა, მათ შორის, "ბარსელონასაც" კი. პორტუგალიელის გარემოცვამ ამ ინფოს კი მარტივი პასუხი გასცა: "ყველაფერი ტყუილია!"

რონალდო "იუვენტუსში" 2018 წელს

გადავიდა. აღნიშნული ტრანსფერი "ბიანკონერის" 117 მილიონი ევრო დაუჯდა. 35 წლის ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

კომენტარები: