ხულენ ლოპეტეგი: ფინალში გასვლა დავიმსახურეთ

17 აგვისტო 2020, ორშაბათი


ევროპა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერის" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "სევილიას" მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ბედნიერები ვართ. ეს რთული მატჩი იყო და მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. "მანჩესტერის" ძლევა ადვილი არ არის, დიდი გუნდია, მაგრამ ეს შევძელით.

ჩვენმა მეკარემ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. იასინ ბუნუ მეორე ტაიმში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

გავიხარე. დღესაც რთული გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ დაძაბულ მატჩში ჩვენი მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ", - განუცხა
და ლოპეტეგმა უეფას საიტს.

კომენტარები: