გორეცკა: "ასეთი მესის ნახვით ვისიამოვნე"

16 აგვისტო 2020, კვირა


მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ განაცხადა, რომ „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ დამწუხრებული ლიონელ მესის ნახვამ სიამოვნება მიანიჭა.


„ასეთი მესის ნახვა მტკივნეული იყო ჩემთვის? არა, ამან ჩემზე ცუდად არ იმოქმედა, რეალურად, ძალიან ვისიამოვნე. ძნელი სათქმელია ახლა რას გრძნობს.

ვფიქრობ, რომ ასეთი შედეგის გაცნობიერებას მინიმუმ რამდენიმე დღე დასჭირდება. საკუთარი თავის ძალიან დიდი რწმენა გვაქვს, მაგრამ გასახდელში ვთქვით, რომ ეს ნაბიჯი სამიდან მხოლოდ პირველი იყო“, - თქვა გორეცკამ.


შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „ლიონის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მისი მეტოქე დღეს გაირკვევა.


კომენტარები: