ვინ შეცვლის სეტიენს - 4 შესაძლო ვარიანტი

15 აგვისტო 2020, შაბათი


თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ ვინ შეცვლის მას. ახლა კი შესაძლო კანდიდატებს განვიხილავთ.

მაურისიო პოჩეტინო

  • RAC1-ის ინფორმაციით, არგენტინელი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია. 
  • La Transmissio d'en Torquemada-ს ჟურნალისტის თქმით, მაურისიო ამჟამად სწორედ ქალაქ ბარსელონაში იმყოფება.
  • "ესპანიოლის" და "ტოტენჰემის" ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული და შესაძლოა მან "ბარსას" მწვრთნელობაზე თანხმობა განაცხადოს.
სავარაუდო შანსი: 20%

ჩავი ერნანდესი

  • Diario AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ბარსას" გასახდელში მოთამაშეებს მწვრთნელად ჩავი სურთ.
  • ჩავიმ "ალ-სადთან" ცოტა ხნის წინ გააფორმა ახალი კონტრაქტი.
  • ცოტა ხნის წინ მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "ბარსაში" დასაბრუნებლად ჯერ სწორი დრო არ არის.
სავარაუდო შანსი : 10%

გარსია პიმიენტა

  • "ბარსელონა ბ"-ს მწვრთნელის მთავარ გუნდში გადაყვანას აქტიურად განიხილავდნენ ერნესტო ვალვერდეს გაშვების შემდეგ.
  • მისი გუნდი სეგუნდა დივიზიონში ვერ გადავიდა, თუმცა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
  • პიმიენტას მწვრთნელობაზე ახალი ინფორმაციები არ არის.
სავარაუდო შანსი : 15%

რონალდ კუმანი

  • ნიდერლანდელი ერთ-ერთ მთავარი კანდიდატია, ESPN-ის ცნობით.
  • კუმანმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდების ნაკრებს ის მხოლოდ "ბარსელონაში" წასვლის შემთხვევაში დატოვებს.
  • თუმცა, მან დაამატა, რომ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატამდე არ გეგმავს კარიერულ ცვლილებებს.
სავარაუდო შანსი : 10%







კომენტარები: