ნოიერის ბრწყინვალე სიტყვები მატჩის შემდეგ

15 აგვისტო 2020, შაბათი


როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" "ბაიერნის" წინააღმდეგ ფატალური შედეგი განიცადა. კატალონიელებმა არც მეტი, არც ნაკლები, 8 გოლი გაუშვეს.

ძალიან ცუდი მატჩი გამოუვიდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა და "ბაიერნს" ბევრი შანსი მისცა.

"ვწუხვარ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ამდენი გოლი გაუშვა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კარგი შედეგია, თუმცა არ არის სასურველი, რომ ნაკრებში შენმა თანაგუნდელმა ასეთი რამ გამოცადოს", - განუცხადა Diario Sport-ს მანუელ ნოიერმა.

აქამდე, ტერ შტეგენის ანტირეკორდი 5 გაშვებული გოლი იყო, "ბაიერნმა" კი ეს შედეგი 3 გოლით გააუმჯობესა.


კომენტარები: