მბაპემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

21 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


"პსჟ"-ს ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, "ლაიპციგის" დამარცხების შემდეგ, ლეო მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და დიდი პრივილეგიაა, რომ ჩვენ გუნდში თამაშობს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - პატივია, რომ მესის გვერდით მიწევს თამაში, რაც შეეხება პენალტის დათმობას, ეს მისგან პატივისცემის გამოხატულება იყო." - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წუთზე შესრულებული თერთმეტმეტრიანი ფრანგმა გააცუდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პარიზელებმა "ლაიპციგი" მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.

კომენტარები: