მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


Transfermarkt-მა", "Forbes-ზე" დაყრდნობით, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ათეული შემოგვთავაზა.

აღსანიშნავია, რომ სიაში პირველ ადგილს კრიშტიანო რონალდო იკავებს, რომლის წლიური ანაზღაურება, საერთო ჯამში, 108 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება მეორე პოზიციას, აქ ლეო მესი მოგვევლინა და ის ყოველწლიურად 95 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მესამეზე კვლავ ყოფილი „ბარსელონელი" ნეიმარ ჟუნიორია – ბრაზილიელის შემოსავალი წელიწადში 82 მილიონი ევროა. ასევე, „ბლაუგრანას" ლეგენდისა და ამჟამად „ვისელ კობეს" ფეხბურთელის, ანდრეს ინიესტას, წლიური ანაზღაურებაც ყურადსაღებია – 30 მილიონი ევრო, იგი მე-7 ადგილზეა.

სრული ჩამონათვალი იხილეთ, ფოტოს სახით.
 



კომენტარები: