“პსჟ” მბაპეს შემცვლელს ეძებს - ფრანგის “რეალში” ტრანსფერის შანსები გაიზარდა

16 ოქტომბერი 2021, შაბათი


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარ სამიზნეს კილიან მბაპე წარმოადგენს, რომელიც ჯერ-ჯერობით პარიზულ გრანდთან ხელშეკრულებას არ ახანგრძლივებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის შემტევის წასვლის შემთხვევაში, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებას შეეცდება.
ცნობების თანახმად, ფრანგული კლუბის წარმომადგენლებმა ბორუსიელთა ფორვარდის აგენტ, მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთაღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ეჭვგარეშე დარჩება მბაპეს მადრიდულ გრანდში გადმობარგების საკითხი.


კომენტარები: