გვარდიოლა: "მეფის დამარცხება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შესაძლებელია"

15 აგვისტო 2020, შაბათი


„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლიონთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ერთ თამაშში ყველაფერი შესაძლებელია და მის გუნდს დიდი ბრძოლა ელოდება.

„მნიშვნელოვანი იყო ამ ტურნირის მეფის დამარცხება, მაგრამ ერთ მშრალ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ არსებობს ფავორიტი გუნდები, ორმატჩიან დუელებში კი დიდ გუნდებს მცირე უპირატესობა გააჩნიათ. რთულ 90 წუთს ველოდებით, მაგრამ გუნდი მზადაა. ამაყი ვარ, როგორც განვლეთ ბოლო ორი-სამი კვირა, კონცენტრირებულები ვართ.

ყოველ წელს ერთი და იგივეა - ზეწოლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც სხვა გუნდები, მზად ვართ ტურნირის მოსაგებად, მაგრამ სხვა გუნდებიც არსებობენ. ვნახეთ რგორ დრამატული მატჩები იყო „ატალანტა“ - პსჟ, „ატლეტიკო“ – „ლაიფციგი“. მაქსიმალური ბრძოლა მოგვიწევს და ეს არის ერთადერთი, რაც წარმატების მისაღწევად უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა გვარდიოლამ.


შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ „ლიონს“ 23:00 საათზე შეხვდება და ისტორიაში მეორედ ეცდება ნახევარფინალში გასვლას. გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები: