ბოიარსკი: "ზენიტში რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს"

11 ნოემბერი 2020, ოთხშაბათი'


ბოლო დღეებში აქტუალური გახდა კრიშტიანუ რონალდუს გუნდის შეცვლის საკითხი. ცნობების თანახმად, "იუვენტუსს" სუპერვარსკვლავის შენახვა არ შეუძლია და სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს აწყდება.

ერთ-ერთ გადაცემაში რუსმა მსახიობმა მიხაილ ბოიარსკიმ საინტერესო რამ განაცხადა.
 
"რონალდუს ნებისმიერი გუნდი მიიღებს. ის 35 წლისაა, მაგრამ ჩვენს დროში 38 წლამდეც თამაშობენ. რეალურად, ის არ გვჭირდება, "ზენიტში" ყველა მისი დონისაა და მასზე უკეთაც თამაშობენ." – თქვა მან.

მსახიობმა ისიც დაამატა, რომ თუ კრიშტიანუ თავად დაუკავშირდებოდა რუსულ კლუბს, უპასუხებდნენ: "მოვიფიქრებთ და გადმოგირეკავთ." 



კომენტარები: