როგორია რონალდუს ტრავმის მდგომარეობა? პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი

11 ნოემბერი 2020, ოთხშაბათი'


პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა, კრიშტიანუ რონალდუს ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა „ლაციოსთან“ განვლილ მატჩში მოედანი 76-ე წუთზე დატოვა. ანდრეა პირლომ კი მატჩის შემდეგ თქვა, რომ მას ტერფი გადაუბრუნდა.

„რონალდუმ მოედანზე იმუშავა. მას არაფერზე დაუჩივლია, ანუ კვირიდან მოყოლებული ვიცი, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს.

კრიშტიანუ მზად არის, სამიდან უკლებლივ ყველა შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.“ - აღნიშნა ევროპის მოქმედი ჩემპიონების მწვრთნელმა.

ერთა ლიგაზე პორტუგალიის ნაკრები საფრანგეთსა და ხორვატიას დაუპირისპირდება, ამხანაგურ მატჩში კი - ანდორას.

კომენტარები: