მარიო მანჯუკიჩი კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

20 სექტემბერი 2020, კვირა


თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი, რომელიც „ალ-დუხაილიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია, რუსეთის პრემიერ ლიგაში გადასვლასთან არის ახლოს.

ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 34 წლის ხორვატი მოსკოვის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს კარიერას.

მოსკოვურმა კლუბმა მანჯუკიჩთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც, მისი სეზონური ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება.

აქამდე, მანჯუკიჩისადმი ინტერესს აწერდნენ „რომას“ და „გალათასარაის“. ფეხბურთელი 2019 წლის დეკემბერში „იუვენტუსიდან“ ყატარულ გუნდში გადავიდა, თუმცა „ალ-დუხაილთან“ კონტრაქტი მალევე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

კომენტარები: