ფერგიუსონი: "მე რომ ახლა მანჩესტერის მწვრთნელი ვიყო, მას შევიძენდი"

14 იანვარი 2022, პარასკევი
18

სერ ალექს ფერგიუსონმა გარი ნევილთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, ლეგენდარულმა მწვრთნელმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა კი ტრანსფერებს ეხებოდა. ვის შეიძენდა ფერგიუსონი იმ შემთხვევაში, თუ ამჟამად ის "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი იქნებოდა.

"მე რომ ახლა მანჩესტერის მწვრთნელი ვიყო, ალბათ ჰარი კეინს შევიძენდი. ასევე, ვფიქრობდი, რომ დელე ალი ტოპ მოთამაშე გახდებოდა და არ ვიცი, რა მოხდა. კიდევ ერთი ბიჭი, ჰონ-მინ სონი. ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან", - უპასუხა ფერგიმ.

ასევე, მას ჰკითხეს, თუ ბოლო 20 სეზონის მანძილზე რომელი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებოდა.

"ამაზე ეჭვიც არ მაქვს, აგუერო. ის გასაოცარი ფორვარდი იყო, მისი გოლების მაჩვენებელი კი გამოსარჩევია", - დასძინა სერ ალექსმა.

კომენტარები: