ოფიციალურად: ჯენგიზ უნდერი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

20 სექტემბერი 2020, კვირა


„რომას“ ნახევარმცველი, ჯენგიზ უნდერი, „ლესტერში“ გადავიდა, იტყობინება ინგლისური გუნდის ვებ-გვერდი.

თურქი შემტევი „მელიებს“ ერთწლიანი იჯარით, 3 მილიონ ევროდ შეუერთდა. კლუბებს შორის შეთანხმება ფეხბურთელის სამომავლო გამოსყიდვის საშუალებასაც ითვალისწინებს, 24 მილიონ ევროდ.

უნდერი „რომაში“ თურქული „ბაშაქშეხირიდან“, 14.2 მილიონ ევროდ, 2017 წელს გადავიდა. 23 წლის ფეხბურთელმა „მგლების“ მაისურით 88 მატჩში 17 გოლი შეაგდო.

კომენტარები: