დიდი უპირატესობა - რატომ არის "იუნაიტედი" ჰოლანდის დამატების ფავორიტი

13 იანვარი 2022, ხუთშაბათი
61

ბოლო დღეებში გავრცელებულ სანდო ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, რალფ რანგნიკის პრიორიტეტული სამიზნე ერლინგ ჰოლანდია, გერმანელს ახალგაზრდა ვარსკვლავის ტრანსფერი სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" აქამდეც იჩენდა ინტერესს ჰოლანდის მიმართ, თუმცა ახლა ყველაფერი სერიოზულად არის და გუნდი უფრო დიდი ძალებით შეეცდება ტრანსფერის განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედს" ხელში რამდენიმე "კოზირი" უჭირავს, რომლის დახმარებითაც გუნდს ჰოლანდის ტრანსფერი გაუადვილდება.
პირველ რიგში, რანგნიკს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს "დორტმუნდის" ფორვარდის მამასთან, ალფ-ინგ ჰოლანდთან. თავის დროზე, ერლინგი "ზალცბურგში" სწორედ 63 წლის გერმანელმა მიიყვანა.

ამასთან ერთად, ჰოლანდს პრემიერ ლიგაში თამაში სურს, "იუნაიტედი" კი სწორედ ინგლისურ ელიტას წარმოადგენს, სადაც თამაში ნებისმიერ ფეხბურთელს სურს.

ერლინგს გუნდში დახვდება ჯეიდონ სანჩოც, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ახალგაზრდა დუეტი ბრწყინვალედ კომბინირებდა სიგნალ იდუნა პარკზე.

არ უნდა დავივიწყოთ ოლე გუნარ სულშერიც, რომელიც "მანჩესტერში" აღარ არის, თუმცა ერლინგს აუცილებლად მისცემს ინგლისში გადასვლის რეკომენდაციას


კომენტარები: