მესი და რონალდუ თანაგუნდელები გახდებიან!? - მოულოდნელი ინფორმაცია

13 იანვარი 2022, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედი" ცუდ ფორმაშია, გუნდში სრული ქაოსია და კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება არ გამოვიდა ისეთი, როგორიც პორტუგალიელს სურდა.

კრიშტიანუ ისევ მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ "იუნაიტედი" მოშლილია და გუნდის საჩემპიონო პერსპექტივებზე საუბარი ძალიან რთულია.

სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ხშირად წერენ რონალდუს ოლდ ტრაფორდიდან აბარგების შესახებ, მათ შორის ფრანგული გამოცემა Le10Sport-იც.

წყაროს თქმით, "პარი სენ-ჟერმენი" რონალდუს ტრანსფერს განიხილავს, რადგან გუნდს კილიან მბაპეს შემცვლელი სურს, რომელიც, დიდი ალბათობით, "რეალს" შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ პარიზულ კლუბში ლეო მესიც ირიცხება და არის ალბათობა, რომ ეს ორი ლეგენდა ერთ გუნდში ვიხილოთ.

კომენტარები: