"პსჟს" ბოლო მცდელობა - პარიზში მბაპეს დარჩენის იმედი აქვთ

13 იანვარი 2022, ხუთშაბათი


ცნობილი გამოცემის, El Nacional-ის ინფორმაციით "პარი სენ-ჟერმენი" კვლავ არ კარგავს კილიან მბაპეს შენარჩუნების იმედს და აპირებს ბოლოჯერ შესთავაზოს მას კონტრაქტის გახანგრძლივება.

ფრანგული გრანდის წარმომადგენლები ყველაფრის ფასად ცდილობენ განაახლონ ხელშეკრულება 23 წლის ფრანგთან, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა "სამეფო კლუბში" გადაბარგება გადაწყვიტა, "პსჟსთვის" ძნელია მსგავსი დონის ფეხბურთელის გუნდიდან უფასოდ გაშვება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალმა" ფრანგებს 180 მილიონი შესთავაზა კილიანის წინააღმდეგ, თუმცა "პსჟმ" წინადადება დაბლოკა.

კომენტარები: