სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდასტურდა

15 აგვისტო 2020, შაბათი


კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელ სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდასტურდა. ფრანგი პირველ გუნდთან ერთად ლისაბონში ტრავმის გამო არ იმყოფებოდა.

უმტიტი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც „ბარსაში“ კორონავირუსი გამოვლინდა.

შეგახსენებთ, ესპანური გრანდი ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ მარცხით გამოეთიშა და 2019-2020 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა.



კომენტარები: