ტიმი: "ეს ფინალიც თუ წავაგე, ენდი მარის დავურეკავ"

12 სექტემბერი 2020, შაბათი
74

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა, დომინიკ ტიმმა, დანიილ მედვედევთან ნახევარფინალური მატჩის მოგებაზე ისაუბრა.

სამ სეტში მოგების შედეგად, ტიმი ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება.

„ცხოვრებაში, მე და საშა ზვერევს მეგობრობა გვაერთიანებს, კორტზე კი - მეტოქეობა ის და ფაქტი, რომ ერთმანეთში გრენდ სლემის ტურნირის გამარჯვებულს გამოვავლენთ, რაც უბრალოდ შთამბეჭდავია.

თუ გამარჯვებას მე მოვიპოვებ, ეს ჩემი პირველი სლემი იქნება. ხოლო ეს ფინალიც თუ წავაგე - ენდი მარის დავურეკავ.“ - აღნიშნა ტიმმა მატჩის შემდეგ.

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ, რომელიც ტიმმა ახსენა, გრენდ სლემის პირველი ტიტული სასტარტო სამ ფინალურ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ავსტრიელისთვის კი ეს მეოთხე ფინალი იქნება.

კომენტარები: