ესტონელთა კაპიტანი: დათრგუნულები ვიყავით - სომხეთთან ასე არ უნდა" ჩავიძიროთ"

06 სექტემბერი 2020, კვირა
75

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ესტონელთა კაპიტანმა კონსტანტინ ვასილევმა გააკეთა:

"ჩვენი ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში თამაში ძნელია. რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი უნდა წავიდეს საზღვარგარეთ. ამის დიდი იმედი მაქვს.

ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე გუნდის მცველებს უქმე დღე ჰქონდათ, მათ მეკარეს კი სამუშაო არ ჰქონია. იმდენად დათრგუნულები ვიყავით, რომ წინ ვერ გავრბოდით. მეორე ტაიმის პირველ ორ მესამედში ბურთს უკეთ ვფლობდით, ბოლო მესამედში კი... ვერ ვიღებდით სწორ გადაწყვეტილებებს.

მოცემულ მომენტში მეტოქეები ჩვენზე უკეთ თამაშობენ. სამშაბათს სომხეთთან უფრო გაბედულად უნდა


ვითამაშოთ და ასე არ უნდა "ჩავიძიროთ". დღეს რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ".


კომენტარები: