ერთი წლით დარჩენა და გადავსებულ კამპ ნოუსთან დამშვიდობება - მესიმ გეგმები შეცვალა

03 სექტემბერი 2020, ხუთშაბათი
64

გამოცემა Cuatro ლიონელ მესის სატრანსფერო საგაზე ახალ ინფორმაციას გვთავაზობს.

არგენტინელმა ფეხბურთელმა, თავისი იურისტებისა და მამის რჩევით, „ბარსელონადან“ წასვლის გადაწყვეტილება შეცვალა. მესის ახალი გეგმის მიხედვით, ის გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება და 2021 წლის ივნისში, „მანჩესტერ სიტის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

გარდა ამისა, მესი ფიქრობს, რომ ეს დიდებული შესაძლებლობა იქნება გულშემატკივრებთან დასამშვიდობებლად, რომელიც, მომდევნო სეზონის მსვლელობისას, სავარაუდოდ, სტადიონზეც იქნებიან დაშვებულნი.

2021 წლის ზაფხულში, მესი „მანჩესტერ სიტის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ასეა თუ ისე, ყველაფერი უახლოეს საათებში საბოლოოდ გადაწყდება.

კომენტარები: