პირველი შეხვედრა დასრულდა! - მესის მამა და ბართომეუ 2 საათს თათბირობდნენ

03 სექტემბერი 2020, ხუთშაბათი


ლიონელ მესის მამასა და ხოსე მარია ბართმეუს შორის პირველი შეხვედრა დასრულდა.

ხორხე მესი, კატალონიაში დღეს ჩავიდა და პირდაპირ "ბარსელონას" პრეზიდენტს შეხვდა, რაც 2 საათამდე გაგრძელდა.

MARCA წერს, რომ პირველი შეხვედრის შედეგები ასეთია:

1. ბარსელონა კვლავ უარზეა, რომ მესი გაუშვას

2. მესი სურვილს გამოთქვამს, რომ გუნდი დატოვოს

MARCA პირდაპირ წერს, რომ კლუბსა და ხორხე მესის შორის ჭადრაკის თამაში დაიწყო.

ბართომეუ ამტკიცებს, რომ კონტრაქტის თანახმად ლეო გუნდში უნდა დაბრუნდეს და ვარჯიში განაახლოს.

კლუბის პოზიციით მესის ღირებულება 700 მილიონ ევროს შეადგენს, რაც კონტრაქტში წერია. ფეხბურთელის და მისი აგენტის პოზიციით კი მას უფასოდ წასვლის უფლება აქვს.

კომენტარები: