როდის მოხდა ბოლოს ისე, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვერც მესი გავიდა, ვერც რონალდუ?

15 აგვისტო 2020, შაბათი


თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელების - ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს ბრწყინვალე სერია დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ნახევარფინალში ვერც რონალდუს "იუვენტუსი" და ვერც მესის "ბარსელონა" ითამაშებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად ხდება, რომ ამ ფეხბურთელებიდან ნახევარფინალურ ეტაპზე ვერცერთს ვერ ვიხილავთ.

მესის გუნდი 1/4 ფინალიდან "ბაიერნმა" გამოაგდო, რონალდუს გუნდი კი 1/8 ფინალიდან "ლიონმა."

კომენტარები: